თავში

ნიკა მელიამ მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

ნიკა მელიამ მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა
ნიკა მელიამ მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

თბილისში მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში მერობის კანდიდატების დებატები, პროტესტის ნიშნად, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, ის პირდაპირ ეთერს ტოვებს, რადგან კახა კალაძესთან ერთად ყოფნა არ უნდა.

ამასთან, ნიკა მელიას თქმით, აღნიშნული ფორმატი ხელს არ უწყობს რეალური დებატების გამართვას.

"რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატში, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ, ჩვენი მაყურებელი დარწმუნდება. მაგრამ სიმართლეს გეტყვით, მოვედი აქ იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადმიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.

მოვედი იმისთვის, რომ ვუთხრა, ეს ადამიანები არაფერს არ თაკილობენ, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით, ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი და კრიმინალების მფარველი, კრიმინალების დამსაქმებელი, ამას სჩდის. დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რაც გააკეთეს. ამიტომ, ეს არის ადმიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს არა რომელიმე პარტიის, არამედ ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება, რადგან ეს ადამიანი არის მოძალადე, მე ვარ გულწრფელი და რასაც ვგულისხმობ, იმას ვსაუბრობ. პატივს ვცემ ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. ესეც ასე. კარგად ბრძანდებოდეთ", – განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნახვამდის, სულ კარგად ბრძანდებოდე, მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი", – მიმართა კახა კალაძემ ნიკა მელიას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system