თავში

ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა - VIDEO

ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა
ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა - VIDEO

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. 

ნიკა მელიას ციხის კართან შეკრებილი ოჯახის წევრები, თანაპარტიელები და მხარდამჭერები დახვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს გუშინ მიმართა. 

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაო, "დამოუკიდებელმა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" 8 მაისს გადაიხადა.

ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის შუამავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system