თავში

"ნიკა მელიას გადაწყვეტილება სწორია" - სააკაშვილი

"ნიკა მელიას გადაწყვეტილება სწორია" - სააკაშვილი
ნიკა მელიას გადაწყვეტილება სწორია - სააკაშვილი

"აბსოლუტურად სწორია ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რომ არ დაემორჩილა ივანიშვილის პირადი აგენტურის გამოძიებას, მორიგ შეთითხნილ საქმეზე", - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვაში, ზუგდიდში გამართულ აქციას ეხმაურება.

"სამოქალაქო ღირსების დაცვა უღირსებთან დაუმორჩილებლობით ჩვენი პატრიოტული ვალია. ზუსტად იმავეს გაგრძელებას ვაპირებ მეც. ამის პარალელურად, მივესალმები ჩემი საყვარელი ზუგდიდის აქტივისტებს. ასეთივე აქციები დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს მთელ ქვეყანაში.

საქართველო გვყავს გადასარჩენი!", - წერს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system