თავში

ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერდა. 

პლენარულ სხდომამდე,  ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეუჩერა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას, 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. მისთვის მანდატის შეწყვეტას პლენარულ სხდომაზე მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. 

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრს 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მას ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატების ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის საფუძველი იყო. ნაწილი კი ფიქრობდა, რომ გადაწყვეტილება პარლამენტს იქამდე არ უნდა მიეღო, ვიდრე სამივე ინსტანციის სასამართლო არ გამოიტანდა განაჩენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system