თავში

ნიკა ვაჟკაცია, ყველაფერს გაუძლებს - ანზორ მელია

ნიკა ვაჟკაცია, ყველაფერს გაუძლებს - ანზორ მელია
ნიკა ვაჟკაცია, ყველაფერს გაუძლებს - ანზორ მელია

ნიკა ვაჟკაცია და ის ყველაფერს გაუძლებს - მთავრობის მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანზორ მელიამ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მისი შვილის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა და ხოლო ნიკა მელიას გამძლეობა უსურვა. 

“მიუხედავად მძიმე დღეებისა, მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილის გვერდით ამდენ მოსიყვარულე თვალებს ვხედავ. ეს წარმოუდგენელი იყო, არ მოველოდი, ასეთ ასაკში ასეთი სიყვარულის მოპოვებას. ნიკა, თუ როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია, ეს რომ თქვენ დაინახეთ, შეიყვარეთ, რომ მლოცავთ მე, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა! მე ვიცი, რომ ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს! ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system