თავში

ნიკა მელია ფავორიტია - გიგი წერეთელი მერობის საერთო კანდიდატზე

ნიკა მელია ფავორიტია - გიგი წერეთელი მერობის საერთო კანდიდატზე
ნიკა მელია ფავორიტია - გიგი წერეთელი მერობის საერთო კანდიდატზე

თუ თბილისის მერობაზე ვინმე ოპოზიციურ კანდიდატზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა ნიკა მელია არის ფავორიტი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა ბრძოლამ აჩვენა, რომ ნიკა მელია არის ლიდერი, რომელსაც ხალხი მხარს უჭერს. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ კოორდინაცია იქნება აუცილებელი და საერთოდ, რაც უფრო მეტია ერთიანობა, შანსებიც იზრდება იმისა, რომ ხელისუფლება დამარცხდეს. თუ თბილისის მერობაზე ვინმე ოპოზიციურ კანდიდატზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ნიკა მელია არის ფავორიტი. იმ შედეგებით რაც მან მიიღო თუნდაც იმ მანიპულირებულ არჩევნებში - თბილისში. ამ პოლიტიკური ბრძოლით, ნიკა მელია გამოჩნდა როგორც ლიდერი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system