თავში

ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია - კობახიძე

ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია - კობახიძე
ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია - კობახიძე

ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მელიასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, არის თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გმირი, როგორც ოპოზიცია აფასებს.

"ნიკა მელია თუ გმირია, ეს ყველაფერი და ასეთი განცხადებები აჩვენებს ამ პოლიტიკური პარტიის ბუნებას. მანდელასთან შედარებები და ეს რაღაცები არის ღიმილის მომგვრელი და ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

ყველამ იცის, რომ ნიკა მელია არის შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი, რომლის ადგილი წესით პოლიტიკაში არ უნდა იყოს, თუმცა ეს არის მოცემულობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system