თავში

ნიკა მელია აუცილებლად შევა ციხეში - სოზარ სუბარი

ნიკა მელია აუცილებლად შევა ციხეში - სოზარ სუბარი
ნიკა მელია აუცილებლად შევა ციხეში - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნიკა მელიას მიმართ კანონი აუცილებლად აღსრულდება და ოპოზიციური პარტიის ლიდერი საპატიმროში მოხვდება.

მისივე თქმით, დღეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან, ნიკა მელიას საქმეზე საუბარი არ ყოფილა.

,,ირაკლი ღარიბაშვილთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, კანონი არის კანონი და ის აუცილებლად აღსრულდება, ეგ არის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციაც და გუნდში ყველას პოზიციაც.

როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ ვიღაცას მიესაჯა წინასწარი პატიმრობა, ან განხილვა დამთავრდა და მიესაჯა პატიმრობა, საქმე აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს წინასწარი პატიმრობა, ის აუცილებლად შევა ციხეში. საუბარი არის კონკრეტულად მელიაზე. ვადაზე და ა.შ. დღეს ნამდვილად არ იყო ამაზე საუბარი," - განაცხადა სოზარ სობარმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შსს-ს თანამშრომლები სასამართლო განჩინების აღსრულების მიზნით მივიდნენ, თუმცა მათ კარი ჩაუკეტეს და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

დღესვე, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system