თავში

ნიკა მელიასგან საყვედური არ მომისმენია - სალომე სამადაშვილი

ნიკა მელიასგან საყვედური არ მომისმენია - სალომე სამადაშვილი
ნიკა მელიასგან საყვედური არ მომისმენია - სალომე სამადაშვილი

პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით საყვედური არ მოუსმენია.

მისივე თქმით, მისი პოზიცია ყოველთვის ცნობილი იყო და მოულოდნელობა არ ყოფილა.

"მე ნიკა მელიასგან არანაირი საყვედური არ მომისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ჩემი პოზიცია, როგორც საპარლამენტო ბოიკოტის, ასევე შეთანხმების პროცესის, შესაძლო კონსენსუსების თაობაზე, ყოველთვის ცნობილი იყო. არანაირი მოულოდნელობა არ ყოფილა ჩემს მიერ დაფიქსირებულ პოზიციაში. ეს იყო ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც ყოველთვის მქონდა. ვფიქრობ, მე ჩემს პოზიციონირებაში უკიდურესად თანამიმდევრული ვარ არჩევნების დღიდან, დღემდე. ნიკა მელიამ კარგად იცის, რომ გადაწყვეტილებები მივიღე სწორედ ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე - ის, რასაც ვთვლი, რომ არის ამ ქვეყნის ინტერესებში“, - განაცხადა სამადაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system