თავში

ნიკა მელია ციხეშია და ეს ხალხი პარლამენტში შელაგდა - ნინო ბურჯანაძე

ნიკა მელია ციხეშია და ეს ხალხი პარლამენტში შელაგდა - ნინო ბურჯანაძე
ნიკა მელია ციხეშია და ეს ხალხი პარლამენტში შელაგდა - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას გამარჯვების შესაძლებლობა ჰქონდა მათ ნაწილს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი რომ არ მოეწერა და პარლამენტში არ შესულიყო. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ერთპარტიულ პარლამენტს ვერ გაუძლებდა.

"გამარჯვებასთან ვიყავით ახლოს, მესამე დოკუმენტი იქნებოდა რადიკალურად განსხვავებული. ვერც ერთ შემთხვევაში "ქართული ოცნება" ვერ გაუძლებდა ერთპარტიულ პარლამენტს. ნათელი იყო, რომ ისინიც ხვდებოდნენ, რომ ელისაშვილი და "ევროპელი სოციალისტები" მათ მრავალპარტიულობის იმიჯს ვერ უქმნიდა. იმ კრიზისულ ვითარებაში, რაც ქვეყანაში, შინ და გარეთ არსებობდა. შეუძლებელი იყო ერთპარტიულ პარლამენტს ემოქმედა.

მე მგონი, ვინც შევიდა ისინი უფრო შეიძლება დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში, ვიდრე მე. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ხშირ შემთხვევაში პასიურია, მაგრამ მათ არ უყვართ როცა ატყუებენ. როცა 6 თვე ეძახი და ეუბნები, რომ არჩევნები გაყალბდა და ვინც ამ პარლამენტში შევა "დაჩმორდება"(მაპატიეთ ციტირებას ვახდენ), რომ პარლამენტში შესვლა პირდაპირ "ქართულ ოცნებაში" შესვლაა და ხალხის ღალატია. ამ სიტყვებს ჩემზე მეტად ის ხალხი იძახდა, ვინც ახლა პარლამენტშია. ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის, რომ რატომ მოაწერეს ხელი დოკუმენტს რომლის ყველა ნაწილი სადავოა, რომელმაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მთავარი მოთხოვნა - ვადამდელი არჩევნები.

ჩვენ ახლა ვიღებთ გაუგებარ ამნისტიას, რომელმაც ნიკა მელია უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ნიკა მელია ციხეშია და ეს ხალხი პარლამენტში შელაგდა. მივიღეთ რაღაც გაუგებარი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 43% მიბმა ვადამდელი არჩევნების. საერთოდ რას მოაწერეს ხელი თვითონ იციან?", - განაცხადა ნინო ნურჯანაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system