თავში

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ნახევარფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ნახევარფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინში, ჩინეთის პირველობის ნახევარფინალში ითამაშებს. ინფომაციას 1tv.ge ავრცელებს.

მსოფლიოს 34-ე ჩოგანმა მარტივად გაიარა 34 წლის ტუნისელის, მალიკ ჟაზირის ბარიერი – 6:2, 6:2. ჟაზირიმ წინა დღეს ტურნირის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა, როცა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი გამოთიშა ბრძოლას. თუმცა, აფრიკელმა ამ მოგებას დიდი ენერგია შეალია და მეოთხედფინალისთვის მზად არ აღმოჩნდა.

ბასილაშვილი ამ სეზონში მეორედ გავიდა ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში. პირველად ეს ჰამბურგში მოხდა, სადაც ქართველმა საბოლოოდ, კარიერაში პირველი ტიტული აიღო.

ნახევარფინალში ბასილაშვილი ბრიტანელ კაილ ედმუნდს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს მე-16 ჩოგანია. მან მეოთხედფინალში ორ სეტში სერბ დუშან ლაიოვიჩს მოუგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system