თავში

ნინო ბურჯანაძე: ფული ყველაფერს არ ნიშნავს, ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი

ნინო ბურჯანაძე: ფული ყველაფერს არ ნიშნავს
ნინო ბურჯანაძე: ფული ყველაფერს არ ნიშნავს, ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი

დღეს აქ ღირსეული ადამიანები შეიკრიბეთ, რომ მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს დაანახოთ, ფული ყველაფერს არ ნიშნავს, ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული, – განაცხადა „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

„დღეს აქ ღირსეული ადამიანები შეიკრიბეთ. შეიკრიბეთ იმისთვის, რომ მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს დაანახოთ, ფული ყველაფერს არ ნიშნავს. რომ ღარიბ ქვეყანაშიც კი, ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული და ვიდრე დიდი ფული. დღეს გამოვიდა ხელისუფლების წარმომადგენელი და თქვა, რომ ცოტა ხალხი იქნებაო. მე მახსოვს 2003 წელს, როგორ მიმტკიცებდა ედუარდ შევარდნაძე ვერაფერს იზამთ, ათასი კაცია პარლამენტის წინო. შევძელით ქვეყნის გადარჩენა და საქმის წინ წაყვანა ბოლომდე ბრძოლით. ასე შევძლებთ ახლაც. დიახ, უკან ვერ დაგვახევინებენ, ვერ გვიყიდიან. პირველ რიგში, თქვენ ვერ გიყიდიან, ამიტომაც თქვენს წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს ესმით კარგად, რომ ჩვენი ერთობა თქვენთან ერთად არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system