თავში

ნინო ბურჯანაძე მამუკა მდინარაძეს პასუხობს

ნინო ბურჯანაძე მამუკა მდინარაძეს პასუხობს
ნინო ბურჯანაძე მამუკა მდინარაძეს პასუხობს

მე უკვე მოვისმინე დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ბატონი, მდინარაძის განცხადება, რომელმაც კითხვა დასვა, რომ არის კი გაგზავნილი ეს მოდელი, რომელზეც ლაპარაკი იყოო. კი, ბატონო, მდინარაძე, ჩვენ საერთაშორისო აფერა ნამდვილად არ გვეხერხება, რაც წარმოგიდგინეთ თქვენ ოპოზიციამ, რაც წარვუდგინეთ ელჩებს. დიახ, ის კანონპროექტი იყო გაგზავნილი და იმ კანონპროექტზეა მიღებული პასუხი, - ასე პასუხობს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს.

"ჩვენ ამაში დარწმუნებული ვიყავით, ამიტომაც იყო ჩვენი პოზიცია ძალიან მყარი. ოდირის დასკვნის მოსვლამდეც მუდმივად ვიმეორებდით, რომ კონსტიტუციურობასთან კითხვის ნიშანი არ გვქონდა და არ ვაპირებდით ხელისუფლებისათვის დათმობას, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პარლამენტი იყოს მართლაც პროპორციულად შესაბამისი მოსახლეობის ნებისა.

ამ დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად არის ხაზგასმული, რომ ნებისმიერი სისტემა, ნებისმიერი საარჩევნო პოზიცია უნდა იყოს შეთანხმებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ შეთანხმებას, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, ერთადერთი შეიძლება ხელი შეუშალოს ქართული ოცნების სიბრიყვემ. სხვა კონსტიტუციურობა და კანონთან შეუსაბამობა ნამდვილად გამორიცხულია. კითხვის ნიშანიც კი რომ გასჩენოდა ოდირს ჩვენს მიერ გაგზავნილ კანონპროექტთან დაკავშირებით, აუცილებლად დააფიქსირებდა თავის მოსაზრებას“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დღეს ეუთო-ოდირისდასკვნა  გასაჯაროვდა. სადაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელია განხილული, დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა შესაძლებელია განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რასაც ხმათა უბრალო უმრავლესობა სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system