თავში

ნინო ბურჯანაძე: პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

ნინო ბურჯანაძე: პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება
ნინო ბურჯანაძე: პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ყველაზე გვიან, პარასკევს სახლში იქნება. ნინო ბურჯანაძის თქმით, ის 100%-ით არის დარწმუნებული, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლო პროცესზე გაათავისუფლებენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system