თავში

ნინო ბურჯანაძე: საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე

ნინო ბურჯანაძე: საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე
ნინო ბურჯანაძე: საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე

"არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და დიახ, უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები. პროცედურულად, როდესაც კანონი ირღვევა, როდესაც არჩევნები ყალბდება, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მესმის საერთო შეთანხმება, რომ აუცილებელი იყო გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა", - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა. 

მისი თქმით, მას ჰქონდა უფრო მკვეთრი პოზიცია, რომლის მიხედვითაც ოპოზიციურ პარტიებს რიგგარეშე არჩევნებზე საერთოდ არ უნდა ელაპარაკათ.

"ის, რომ ოპოზიცია ამდენ ხანს ესაუბრება ხელისუფლებას, სხვადასხვს წინადადებას სთავაზობს, ეს უკვე ძალიან დიდი კომპრომისია ჩვენი მხრიდან, რადგან ხელისუფლებამ გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი 31 ოქტომბერს, გააყალბა არჩევნები, წყალში გადაყარა საქართველოს მოსახლეობის მოლოდინი, რომ არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლებოდა; წყალში გადაყარა უამრავი ადამიანის პატიოსანი შრომა, მზადება არჩევნებისთვის და პრაქტიკულად, არჩევანის უფლება წაგვართვა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system