თავში

ნინო ლომჯარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები არ ჩატარდეს მოქმედი სისტემით

არჩევნები არ ჩატარდეს მოქმედი სისტემით
ნინო ლომჯარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები არ ჩატარდეს მოქმედი სისტემით

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში წერს. ნინო ლომჯარიას თქმით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის იმედს აძლევდა. 

„სამწუხაროდ, საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს.

ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც იმედს მაძლევდა, რომ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდოდა და დემოკრატიული განვითარებისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება. არ ვიცი, რამდენად არის დარჩენილი პოლიტიკური რესურსი, მაგრამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სამართლიანი არჩევნების, უფლება მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და უფლება მათი პოლიტიკური ნება ადეკვატურად და პროპორციულად აისახოს არჩევნების შედეგებში! ამ უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის საშუალებას ჩვენ მოქალაქეებს სწორედ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ართმევს!“, - წერს ომბუდსმენი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

პირველ ცდაზე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა, განმეორებით რეგისტრაციაზე კი — 139 დეპუტატი დაფიქსირდა, მესამე მცდელობაზე — 141. ცვლილებების მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა.

აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით "ქართლი ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system