თავში

მდინარაძე გომელაურზე: შეუძლიათ თქვან, რომ ის იყო ივანიშვილის გარემოცვიდან

მდინარაძე გომელაურზე: შეუძლიათ თქვან, რომ ის იყო ივანიშვილის გარემოცვიდან
მდინარაძე გომელაურზე: შეუძლიათ თქვან, რომ ის იყო ივანიშვილის გარემოცვიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის დანიშვნას უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

,,ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში, სადმე დაინიშნება, შეუძლიათ თქვან, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან და მერე? სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადამიანი?", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელი მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system