თავში

ნორმალურ ვითარებაში მელია დაცინვას იმსახურებს - ბოკერია

ნორმალურ ვითარებაში მელია დაცინვას იმსახურებს - ბოკერია
ნორმალურ ვითარებაში მელია დაცინვას იმსახურებს - ბოკერია

ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ რა მიგვაჩნია არასწორად და სანამ „ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მოუწევთ მის ლიდერებს ამასთან შეგუება, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.

მისი თქმით, ნორმალურ ვითარებაში მელია დაცინვას იმსახურებს.

„ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს პოლიტიკური ლიდერისგან ასეთი განცხადება, რაც მოვისმინეთ ნიკა მელიასგან, მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ საჭიროდ ვთვლი, რომ სერიოზული პასუხი გავცე, როდესაც ხარ ლიდერი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არა მარტო შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში ვითარებაზე და მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველზე და როცა იჩენ უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულობას, გუშინ ნათქვამს დღეს გადათქვამ, დაპირდები ხალხს, რომ წლის ბოლომდე რეჟიმს დაამთავრებ, ამას მოჰყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომლების საღად ხედავენ რეალობას, მათ შორის არის "ევროპული საქართველო", ეს ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ რა მიგვაჩნია არასწორად და სანამ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა მოუწევთ მის ლიდერებს ამასთან შეგუება “, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ ასეთი რამ განაცხადა:  „გიგა ბოკერიამ თუ თქვა, რომ შიმშილობით მე რაღაც გავიხანგრძლივე, ის არის უსინდისო“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system