თავში

ნოზაძე: აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩარეცხილების თაობამ გადაარჩინა ქვეყანა

ნოზაძე: აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩარეცხილების თაობამ გადაარჩინა ქვეყანა
ნოზაძე: აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩარეცხილების თაობამ გადაარჩინა ქვეყანა

"ჩარეცხილებად გამოგვაცხადეს მთელი თაობა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩარეცხილების თაობამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა", – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხომაზე დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ განაცხადა.

ნოზაძემ ქართველი ექიმების საქმიანობა შეაფასა.

"ყველას გაგვიკვირდა ჩვენი ექიმების, ჩვენი ეპიდემიოლოგების ასეთი ერთობ წარმატებული მოღვაწეობა, რომელმაც განაპირობა ის, რომ საქართველო სანიმუშო ქვეყნად ვიქეცით ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დარგში. რას მინდა ყურადღება მივაქციო, თქვენიც და ჩვენი მოსახლეობისაც, რომ ამ ექიმებს განათლება მიღებული აქვთ 30, 40, 50 წლის წინ; იმ ასაკის ხალხია, მაშინ აქვთ მიღებული განათლება. მე გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რადგან იმ თაობაში მეც მოვხვდი, იმ მომენტისათვის 50 წლის კაცი ვიყავი, როდესაც ჩარეცხილებად გამოგვაცხადეს მთელი თაობა, აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩარეცხილების თაობამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა", – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system