თავში

დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში გაჩენილ ვაკანსიებზე დანიშვნა არ არის ადგილების დაკავება

დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში გაჩენილ ვაკანსიებზე დანიშვნა არ არის ადგილების დაკავება
დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში გაჩენილ ვაკანსიებზე დანიშვნა არ არის ადგილების დაკავება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საზოგადოებისათვის განმარტება გააკეთა ვაკანტური თანამდებობების თაობაზე და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, მით უმეტეს ამ დღეებში მიმდინარეობს საპარლამენტო მუშაობის დისკრედიტაცია.

„სამწუხაროა, რომ იმის გამო, რომ გუნდის წევრებმა დატოვეს გუნდი ვაკანტური თანამდებობები გაჩნდა შესაბამის კომიტეტებში. მე არც ერთი ახალი თანამდებობა არ მიკავია, მაგრამ სრულიად შინაგანი განწყობით მინდა ვთქვა, ეს არ არის ის, რომ ვიღაცა თანამდებობას ეძებს ან იკავებს. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, ეს არის მისი ვალდებულება. თითოეული დარგობრივი კომიტეტი, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით და იმიტომ, რომ კომიტეტების მუშაობა არ შეფერხდეს, რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა მოხდეს ამ ვაკანტური ადგილების დაკავება შესაბამისი კომპეტენციისა და ძალიან ბევრი განზომილების გათვალისწინებით. ასე რომ ეს არ არის ადგილების დაკავება, ეს არის საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება შეუფერხებლად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system