თავში

"ნუ დავამსგავსეთ პარლამენტი "მაკდრაივს" - დავით ზილფიმიანი

"ნუ დავამსგავსეთ პარლამენტი "მაკდრაივს" - დავით ზილფიმიანი
ნუ დავამსგავსეთ პარლამენტი მაკდრაივს - დავით ზილფიმიანი

"ევროპელი სოციალისტების"  წევრი დავით ზილფიმიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურება.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი არასერიოზულია.

"წამების ფაქტებზე კომისიის შექმნა უბრალოდ აუცილებელია და ეს უნდა დავიწყოთ "ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის პერიოდიდან. კერძოდ, წამების იმ ასობით ათასი ფაქტით, რაც განხორციელდა. დღემდე ეს საკითხი ჰაერშია და არავის შეუსწავლია და უნდა შევაფასოთ. ეს დროზე უნდა გავაკეთოთ და მხარს დავუჭერ ამ კომისიის შექმნას. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნუ დავამსგავსეთ პარლამენტი "მაკდრაივს", რომ შეკვეთა მოვიდა და უცებ უკანა თათებზე დავდგეთ და შევქმნათ კომისია", - განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და დეტალურად ისაუბროს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტია საპარლამენტო ბოიკოტს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system