თავში

ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში, გააუქმეთ ტრანსპორტის აკრძალვა - ნათელაშვილი

ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში, გააუქმეთ ტრანსპორტის აკრძალვა - ნათელაშვილი
ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში, გააუქმეთ ტრანსპორტის აკრძალვა - ნათელაშვილი

"რეჟიმის მიერ, პანდემიის გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაიზარდა სრულმასშტაბიან კოვიდგენოციდში" - ამის შესახებ "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მან საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდა, გააუქმოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, ტაქსებსა და "პატარა ავტომობილებში გაცილებით დიდია დაინფიცირების რისკი, ვიდრე ავტობუსებსა და მეტროში. გარდა ამისა, შალვა ნათელაშვილის თქმით, უტრანსპორტობის გამო, მოსახლეობას ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლა უჭირთ.

შალვა ნათელაშვილი კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, გახდნენ თანამოსარჩლეები იმ სარჩელისა, რომელითაც "ლეიბორისტებმა" საქალაქო სასამართლოს მიმართეს და მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს.

„ხვალ იკრიბება საკოორდინაციო საბჭო, კატეგორიულად მოვითხოვ და ულტიმატუმს ვუყენებ, გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა ყველგან. ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისათვის ყველა ხელსაყრელი პირობაა. ჯერ არავის გაუგია ავტობუსში და ვაგონში გადადებული კოვიდი. მოვუწოდებ ყველა კომპანიას, გახდნენ თანამოსარჩლეები საქალაქო სასამართლოში შეტანილი ჩვენი სარჩელისა ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თუ ეს ულტიმატუმი არ შესრულდება, საქალაქო ტრანსპორტი თუ არ გაიხსნება, რუსთაველზე უნდა დაუძახოთ ხალხს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system