თავში

"ნუ კივიხართ, დავიტანჯე" - ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს

"ნუ კივიხართ, დავიტანჯე" - ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს
ნუ კივიხართ, დავიტანჯე - ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს

მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი მათ, ვისთან ერთადაც ზიხართ, გაიგეთ? ნუ კივით, დავიტანჯე, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს.

თაკო ჩარკვიანმა ბექა დავითულიანი ოპოზიციის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო გაარიტიკა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებდეს წინადადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მან დავითულიანის გამოსვლას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა და თქვა რომ არ არსებობს დოკუმენტი, სადაც ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება. 

დავითულიანის თქმით კი, რეზოლუციის ტექსტს, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ კასეტური ბომბების გამოყენებით, 2008 წელს საბრძოლო მოქმედებები განახორციელა ცხინვალის რეგიონში, ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღნიშნულ ხელმოწერაზე "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება.

„იყო ოკუპაცია ნახსენები და მთელი რიგი საქართველოსთვის მომგებიანი საკითხები, მაგრამ მიიღეთ თქვენც ეს სიმართლე და შეეგუეთ, რომ იქ ისიც ეწერა, რაც არ უნდა წერებულიყო და თქვენ ხელი მოაწერეთ. რომ არ მოგეწერათ, რა - რეზოლუციას ხმები არ ყოფნიდა და ვერ გავიდოდა? ამიტომ, როცა ჩვენ გვთხოვთ რაღაცებზე შეგუებას, რაღაც რეალობებს თქვენც შეეგუეთ, მოვრიგდეთ რაღაც სიმართლეებზე და მერე დავიწყოთ ერთმანეთის კრიტიკა, ამ სიმართლეებზე თუ არ მოვრიგდით, თქვენ ალთას ხართ, ჩვენ ბალთას, ერთი სხვა რეალობაში ცხოვრობს, მეორე სხვა რეალობაში. რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ საქართველომ წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ხელმოწერა რომ ცუდია და მინიმუმ შეცდომაა, რომელიც დანაშაულზე მეტია, ვთქვათ, რომ ეს არის ცუდი. შეცდომები არ მოგვდის?

ძალიან კარგი ხმა გაქვთ ქალბატონო თაკო... ნუ ნერვიულობთ, მე არ მითქვამს რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი ვისთან ერთადაც ზიხართ, გაიგეთ? მაგას ხელი მოაწერეს და მოაწერეს ტყუილს. ვინც ამას ამბობს ის არის დასასჯელი და გიზით გვერდით და ნუ კივიხართ, დავიტანჯე. შეეგუეთ იმას, როცა სიმართლეს გეტყვიან. ნამდვილად სირცხვილია როცა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებ, დიდი სირცხვილია და არავის აქვს უფლება ეს ქვეყანას დააბრალოს,“- განაცხადა დავითულიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system