თავში

კობერიძე: დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ვანო მერაბიშვილს

კობერიძე: დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ვანო მერაბიშვილს
კობერიძე: დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ვანო მერაბიშვილს

პოლიტიკური განცხადებები მისი მხრიდან მოვისმინეთ, ახლა დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში ,,ნაციონალური მოძრაობა" და ,,ევროპული საქართველო" ვანო მერაბიშვილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს საით უფრო გაუწევს გული, ეს უკვე მათი შიდა სამზარეულოს თემაა.

"იმ ადამიანს, რომელსაც მიუძღვის დანაშაული სახელმწიფოს და ხალხის წინაშე, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება როდესმე ჰქონდეს პოლიტიკური პერსპექტივები. რაც შეეხება სიტყვა დამხობას, ვფიქრობ, რომ მისი ეს რიტორიკა, რეალურად არის იმ მეხსიერების, როცა ის თავის დროზე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი", - განაცხადა კობერიძემ.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system