თავში

ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ

ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ
ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ მათ მიერ „ჭავჭავაძის ცენტრის“ სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ,,ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წევრები მომავალში თანამშრომლობას არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გეგმავენ.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე თითქმის 2 წელია, სრულად ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე - ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით. ამ ვითარებამ, რომელიც ორმხრივი არჩევანის შედეგი იყო, არაერთი კითხვა გააჩინა. შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ფორმალურთან. ამიტომ, დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას. წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system