თავში

მათ ომი გამოუცხადეს საზოგადოებას - სააკაშვილი

მათ ომი გამოუცხადეს საზოგადოებას - სააკაშვილი
მათ ომი გამოუცხადეს საზოგადოებას - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელიას დაკავების დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას ომი გამოუცხადა.

,,ჯერ მოიპარეს არჩევნები, მთავარი ოპოზიციური ძალის ოფისში შევარდნენ, ეს ნიშნავს ომის გამოცხადებას ქართული საზოგადოებისადმი. მათ უნდათ არეულობა, ქაოსი, ეს არის რუსული მეთოდი ხელისუფლების შენარჩუნების", - განაცხადა სააკაშვილმა ,,მთავარი არხის" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გაიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system