თავში

ოღონდ "თქვენ" შიში გადალახეთ და აღარც აქციებზე ვივლი - ირაკლი ოქრუაშვილი

ოღონდ "თქვენ" შიში გადალახეთ და აღარც აქციებზე
ოღონდ თქვენ შიში გადალახეთ და აღარც აქციებზე ვივლი - ირაკლი ოქრუაშვილი

"ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო - დროდადრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

მისი თქმით, ის მზადაა აღარ იაროს აქციებზე, თუ ხალხი შიშს გადალახავს და ხმას ამოიღებს.

"ოღონდ "თქვენ" შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და:- აღარც აქციებზე ვივლი;

- აღარც ტელევიზორში დაგენახვებით;

- აღარც ციხეში წავალ;

- აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ;

- ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი;

- ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ;

- არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ;

- სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ;

მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ? იქნებ მართლა მოვიდეს კარგი დრო", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system