თავში

ოხანაშვილი გოცირიძეს: ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან უბანში

ოხანაშვილი გოცირიძეს: ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან უბანში
ოხანაშვილი გოცირიძეს: ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან უბანში

„ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან უბანში“, – ასე მიმართა ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომან გოცირიძე მისივე პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯენჭისყრაზეც კი არ შეუშვა.

„თქვით, „რადიკალური ჯგუფი ვართო“ და ხვალ შეიძლება თქვათ, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფიც ვართო“, დაველოდებით სადამდე წახვალთ. რაც შეეხება უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით თქვენ გულისწუხილს, მე მახსოვს, რომ თქვენმა პარტიამ კენჭისყრაზეც არ შემოგიშვათ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს და თქვენი შეწუხებული სახე.

სხვათაშორის, ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან უბანში. რა ხდება იქნებ გაარკვიოთ თქვენ პარტიაში, რატომ არ მოგცეს საშუალება საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პროცედურას გარეთ არ დალოდებოდით და შიგნით შემოსულიყავით.

თქვენი ბედნიერი სახეც გვახსოვს 20- 21 ივნისის დროს აქ, თქვენს დაჯგუფებასთან ერთად რომ იყავით გამაგრებული. ასე რომ, ვიყოთ თანმიმდევრულები, არ გვინდა ეს პათეტიკა და ცინიზმი საზოგადოების წინაშე, ამას შეაფასებს საზოგადოება არჩევნების დღეს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system