თავში

ოხანაშვილი: კანონპროექტი კონგრესის ოფიციალური პოზიცია არ არის

ოხანაშვილი: კანონპროექტი კონგრესის ოფიციალური პოზიცია არ არის
ოხანაშვილი: კანონპროექტი კონგრესის ოფიციალური პოზიცია არ არის

"ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, აშშ-ის კონგრესის ან სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია არ არის,"- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, დღეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ისეთია, როგორც არასოდეს. ოხანაშვილის განცხადებით, ამას მოწმობს ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა, ორპარტიული მხარდამჭერი აქტი და ა.შ.

"ამ საკითხს სერიოზულად ვერ მივუდგებით, რადგან წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის ერთმა წევრმა დააინიციროს პროექტი საქართველოს პარლამენტში და მოითხოვოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ან სხვა სტრატეგიული პარტნიორის, ან მეგობარი სახელმწიფოს მიმართ რაღაც სანქციების დაწესება. ეს ხომ არასერიოზული იქნება? ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის პოზიციას? ეს არ არის არც კონგრესის და არც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია. მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად, ემზარ კვიციანმა დააინიცირა ასეთი პროექტი. ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის და მითუმეტეს, მმართველი პარტიის განწყობას? არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა რაიმე სერიოზულ დოკუმენტად იქცეს”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტის ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას მოიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში დამატებულია რამდენიმე პუნქტი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარების ნაწილი შეუჩერდეს. წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტი საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს დღეს განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system