თავში

ოხანაშვილი: მიიღეს რა დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს

ოხანაშვილი: მიიღეს რა დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს
ოხანაშვილი: მიიღეს რა დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს

"ქართული ოცნების" წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით ოპოზიციური პარტიების იმ ნაწილმა, რომლებმაც დაფინანსებაზე განაცხადი შეავსეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნეს.

მისი თქმით, შეუძლებელია თუ არჩევნებს არ ცნობ, ამ არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი.

"პირველი ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ მიიღეს რა დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს. ვინაიდან გაურკვეველია თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება ამ არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი, რომ ეს დაფინანსება მიიღო. ეს პოლიტიკური ჯგუფები არჩევნებს აღიარებენ. მეორე საკითხია ისინი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას როდის მიიღებენ. თუ პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს კიდევ ერთხელ საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობას ნიშნავს, უპატივცემულობას დემოკრატიული პრინციპების, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის. გაურკვეველია, დაფინანსებას რატომ უნდა იღებდე, თუ არ გსურს შენი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების ინტერესების შესაბამისად იმოქმედო. აბა სად მიდის ეს დაფინანსება. კონკრეტული პოლიტიკური პარტია რისთვის იყენებს დაფინანსებას, თუ პარტიის მხარდამჭერების ინტერესების გამოხატვა საკანონმდებლო ორგანოში არ სურს. დაველოდოთ და ამის შემდეგ შევაფასოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system