თავში

ოხანაშვილი ოპოზიციაზე: კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ

ოხანაშვილი ოპოზიციაზე: კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ
ოხანაშვილი ოპოზიციაზე: კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ

3 %-იანი ჯგუფები არიან, კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან,- ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრის დროს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ახლა ოპოზიციაში მიმართავენ ცირკს. მათ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და იყენებენ საბაბად სხვადასხვა საკითხს.

დეპუტატის განცხადებით, არასერიოზულია, როცა ოპოზიციის წევრები პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ მაშინ, როცა არც სტრატეგია აქვთ და არც საერთო ღირებულებები.

"ამ ჯგუფებმა რა ტიპის კანდიდატთან დაკავშირებითაც არ უნდა ისაუბრონ, ეს მიდგომა მათი მხრიდან არის არასერიოზული. მათ არ წარმოუდგენიათ არავითარი ხედვა, არანაირი ღირებულებითი ერთიანობა მათ არ აკავშირებთ. გავიგეთ და ჩვენმა საზოგადოებამ იცის ის, რომ ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ არსებული დესტრუქციული ჯგუფები და გავიგეთ, რომ ამ ყველაფერს ჰქვია თავის სახელი - "ნაციონალური მოძრაობა" - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. შესაბამისად, არასერიოზულია, რომ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით დაიწყეს საუბარი. ჯერ ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას და რა ღირებულებები აერთიანებთ, რა სტრატეგიას სთავაზობენ ამომრჩეველს, შემდეგ არჩევნებზე მოვიდნენ და კონკურენცია გასწიონ, თუმცა 3 %-იანი ჯგუფები არიან და კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან, ამიტომ ახლა მიმართავენ იმ ცირკს, რომ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და იყენებენ საბაბად სხვადასხვა საკითხს. არასერიოზულია ასეთი სცენები,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system