თავში

ოხანაშვილი: სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს საქართველოს პრემიერობა

ოხანაშვილი: სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს საქართველოს პრემიერობა
ოხანაშვილი: სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს საქართველოს პრემიერობა

"მსჯავრდებულ სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს საქართველოს პრემიერობა,"- ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილის თქმით, "სააკაშვილის პოლიტიკურ სისულელეებს რეალიზება არ უწერია".

დეპუტატის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით რეაგირება, სავარაუდოდ ექნება.

"მსჯავრდებულ სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს ეს, რადგან ამ პოლიტიკურ სისულელეებს არანაირი რეალიზება არ ექნება. შესამაბისად საზოგადოება იღებს გადაწყვეტლებას, როგორც კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით. ამ ადამიანს ჰგონია, რაიმე სერიოზულს საუბრობს, თუმცა ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰყავს მხილებული, რომ ის არის კირიმინალური მენტალიტეტის და წარსულის მქონე. ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია. ვფიქრობ, ზოგადად მისი პოლიტიკური დღეები უკრაინაშიც მალე დაიწყებს დათვლას, სადამდე გააგრძელებს ასეთი პოლიტიკური სისულელეებით საუბარს?! არ მგონია და წარმოუდგენელია, რომ კანონმდებლობა კრძალავდეს უცხო ქვეყნის საარჩევნო საკითხებში ჩარევას, მაშინ, როდესაც უკრაინის თუნდაც, რაღაც გამოგონილ თანამდებობაზე მყოფი პირი ერევა საქართველოს საქმიანობაში, ეს მოსწონდეს უკრაინის ხელისუფლებას. მგონია , რომ ამ საკითხზეც იქნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს კრიმინალური რეპუტაციისა და ავტორიტეტის მქონე პირების რამე ფორმით ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system