თავში

NDI: კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 31% კარგად აფასებს

NDI: კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 31% კარგად აფასებს
NDI: კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 31% კარგად აფასებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31 % თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს, 32 % საშუალოდ, ხოლო 16 % ცუდად.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას, გამოკითხულთა 17% აფასებს კარგად, 34% საშუალოდ, 24 % ცუდად.

ამავე კვლევის თანახმად, სადაც ლიდერების რეიტინგია მოცემული, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა 12 % აფასებს კარგად, 30 % საშუალოდ, ხოლო 25 % ცუდად.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა 8 % აფასებს, 31% საშუალოდ, ხოლო 34 % ცუდად.

,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system