თავში

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - სუსი ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - სუსი ინფორმაციას ავრცელებს
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - სუსი ინფორმაციას ავრცელებს

მორიგი უკანონო გატაცება ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე სოფლიდან - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 23 წლის ლაშა ხეთერელი უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გააქტიურებულია "ცხელი ხაზი". ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას," - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system