თავში

"ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ" - თაკო ჩარკვიანი

"ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ" - თაკო ჩარკვიანი
ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია დააფუძნა, სოციალურ ქსელში სააკაშვილის დაბრუნებას ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს.

"მივმართავ ყველას, ქართველებს, არაქართველებს, ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ, რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ. ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა! მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება!

პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას!

კიევი -თბილისი ისტორიული რეისია!

ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს ძვირფასებო!

საქართველოს სჭირდება მასშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ!", - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system