თავში

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა შეძლონ თავისუფლად გადაადგილება - ზვიად ზვიადაძე

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა შეძლონ თავისუფლა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა შეძლონ თავისუფლად გადაადგილება - ზვიად ზვიადაძე

გარდა იმ საკითხებისა, რომელთა დაყენებასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებს, საუბარი გვექნება ასევე ჰუმანიტარულ თემებზე და საჭიროებებზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, ახალგორში მაცხოვრებელი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის საკითხი იქნება დღეს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა.

"რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრა იმართება დღეს, რადგანაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა დაგროვილი საკითხების, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. გარდა იმ საკითხებისა, რომელთა დაყენებასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებს, საუბარი გვექნება ასევე ჰუმანიტარულ თემებზე და საჭიროებებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებით გაუჩნდათ პანდემიის პირობებში.

იმედი გვაქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მიეცემათ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადმოსვლის საშუალება და იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

ახალგორში მაცხოვრებელი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკითხი იქნება დღეს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველანაირი პირობა შევუქმნათ იმ ადამიანებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ეს იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის თუ სხვადასხვა არხების მეშვეობით, საოკუპაციო რეჟიმთან ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ და მოვახერხოთ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ თავისუფლად გადაადგილება კონტროლირებად ტერიტორიაზე" - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system