თავში

ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის ექიმების უმეტესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია -კობახიძე

ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის ექიმების უმეტესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია -კობახიძე
ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის ექიმების უმეტესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია -კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტა ჯგუფის წევრ ექიმებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ისინი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულები არიან.

მისივე თქმით, აღნიშნული ექსპერტები ნდობას არ იმსახურებენ.

"თქვენ იცით ზოგადად როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ, ეს იცით, ეს ერთი და ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ რომ თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან, ძალიან ნათლად იკვეთება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს", - თქვა ირაკლი კობახიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system