თავში

ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკების წინ ულტიმატუმს ჰგავს - სარჯველაძე

ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკების წინ ულტიმატუმს ჰგავს - სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ. 

მისივე შეფასებით, ოპოზიციის მოთხოვნები ულტიმატუმის წამოყენებას ჰგავს.

„მჯერა, რომ მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, სკეპტიკოსების გადმოსახედიდანაც კი. როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება, ყველა კრიზისის შუაგულში დიდი შესაძლებლობა დევს. არსებობს შესაძლებლობა, მხარეები დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა შეიძლება იყოს საერთო ხედვის წერტილები, რასთან დაკავშირებით შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობა. ეს აუცილებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები. ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკების წინ ულტიმატუმის წამოყენებას ჰგავს", – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system