თავში

ოპონენტების ადგილას, საერთოდ არ ვილაპარაკებდი საზღვართან დაკავშირებით - მდინარაძე

ოპონენტების ადგილას, საერთოდ არ ვილაპარაკებდი საზღვართან დაკავშირებით
ოპონენტების ადგილას,  საერთოდ არ ვილაპარაკებდი საზღვართან დაკავშირებით - მდინარაძე

მმართველი გუნდის დეპუტატის მამუკა მდინარაძის შეფასებით მისი ოპონენტების ძლიერ მხარეს ე.წ საზღვრების თემა არ წარმოადგენს.

მდინარაძის თქმით, მათ ადგილას ამ საკითხზე საერთოდ არ ისაუბრებდა.

"ჩვენი ოპონენტების ადგილას, ალბათ ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ, საერთოდ არ ვილაპარაკებდი საზღვართან დაკავშირებით, რადგან მათი “ძლიერი მხარე“ ეს თემა არ არის. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზღვრების საკითხი იყოს ძალიან სენსიტიური თემა, მუდამ დღის წესრიგში იყოს დეოკუპაციის თემა და ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით შერიგების გზით უნდა ვიაროთ", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ პუტინმა მიხეილ პეტრაკოვს ,დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, საზღვრის დადგენა დაავალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system