თავში

ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს

ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს
ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს

,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მემორანდუმი გააფორმეს. 

ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომ ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

,,ხელმომწერი პარტიები ვაცნობიერებთ რა, რომ ბიძინა ივანიშვილის რვაწლიანმა ოლიგარქიულმა მმართველობამ: 

1. მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ძალაუფლების ერთპიროვნული და უკონტროლო კონცენტრაციით, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებით და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმების სრული მორღვევით; მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზებით და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით,

2. ჩრდილი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და შეაფერხა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში; 

3. ზიანი მიაყენა საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პერსპექტივებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებით და დასავლელი ინვესტორების პროექტიდან ხელოვნურად ჩამოშორებით; 

4. „ნორმალიზების პოლიტიკის“ საფარქვეშ შეასუსტა საქართველოს სამომლაპარაკებლო პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან დეოკუპაციისსაკითხებზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით.

ვაცხადებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არც ერთ მოცემულობაში, არ შევუქმნით კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“.

პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და მოახდენს ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია მემორანდუმში.

როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, ეს იქნება მკაფიო გზავნილი ამომრჩეველთან, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლების შეცვლის რეალური მსურველი. მემორანდუმს ხელი 10-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system