თავში

ოპოზიცია 15 მაისის შტაბს შექმნის

ოპოზიცია 15 მაისის შტაბს შექმნის
ოპოზიცია 15 მაისის შტაბს შექმნის

"ჩამოყალიბდება 15 მაისის შტაბი, სადაც ყველა ლიდერი გადაინაწილებს რეგიონებს. იქნება შეხვედრები" , - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მიზანი ადამიანებისთვის მოტივაციის მიცემაა, რათა 15 მაისის აქცია მასშტაბური სახე შეიძინოს. 

შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს და იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის კოვიდის თვალსაზრისითაც და ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს დავინახავთ თბილისის ქუჩებში. უახლოეს ხანებში უკვე რეგიონებში გასვლა დაიწყება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system