თავში

ოპოზიცია დიპლომატებს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების სავარაუდო მიმღებთა სიას მიაწვდის

ოპოზიცია დიპლომატებს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების სავარა
ოპოზიცია დიპლომატებს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების სავარაუდო მიმღებთა სიას მიაწვდის

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია დიპლომატებს იმ მოსამართლეების, პროკურორების და გამომძიებლების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ვინც ბიძინა ივანიშვილის დავალებით, პოლიტიკურ „გაპრავებაშია“ ჩართული. პოლიტიკოსმა ამის შესახებ განცხადება ოპოზიციის ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულებისას გააკეთა.

„თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბ-ბინად გადაიქცა იმიტომ, რომ ყველა დარბაზში რაღაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია, ეს არანორმალურ სიტუაციას ქმნის. ამასთან ერთად, სულ უფრო მოხშირდა დაუსჯელი თავდასხმები და პირიქით, აქეთ გვადანაშაულებენ ხოლმე. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის პროფილს გავაკეთებთ და საელჩოებს მივაწვდით, ვინც ამ პოლიტიკურ „გაპრავებაშია“ ჩართული. ყველას კარგად გვესმის, რომ ამის დავალებას ივანიშვილი იძლევა. ივანიშვილს რომ მისწვდე, ჯერ შედარებით რთულია, სანამ მართლა ქიმიურ ომს არ დაუწყებს საკუთარ ხალხს, მაგრამ იმ პროკურორების, მოსამართლეების და გამომძიებლების წინააღმდეგ, ვინც ამ „გაპრავებაში“ არიან ჩართული, მივაღწევთ იმას, რომ თავისუფალ ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდოთ, ანუ ვიზას აღარ მისცემენ. ეს მიღწევადი ამოცანაა. დასასვენებლად იქნება თუ გასართობად, ვეღარ წავლენ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში, წავლენ რუსეთში ან ისეთ ქვეყნებში, რომელიც მათ საქმიანობას უკეთესად უხდება,“ - განაცხადა უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system