თავში

ოპოზიცია ევროკავშირის ელჩის რეზიდენაციაში იკრიბება

ოპოზიცია ევროკავშირის ელჩის რეზიდენაციაში იკრიბება
ოპოზიცია ევროკავშირის ელჩის რეზიდენაციაში იკრიბება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამ წუთებში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში იკრიბებიან. შეხვედრა დღის ბოლოს, მოულოდნელად ჩაინიშნა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მხარეა შეხვედრის ინიცატორი.  

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრას დაესწრება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი.

როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდრმა, ნინო ბურჯანაძემ ელჩის რეზიდენციაში შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან და მას მმართველი გუნდი არ დაესწრება. 

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელმა დღეს კომენტარი გაავრცელა. მან მხარეებს დიალოგისა და საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system