თავში

ოპოზიცია ირაკლი კობახიძეს ხვდება

ოპოზიცია ირაკლი კობახიძეს ხვდება
ოპოზიცია ირაკლი კობახიძეს ხვდება

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრა მართავენ. ირაკლი კობახიძის კაბინეტში შესვლისას ჟურნალისტებმა ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე დააფიქსირეს.

შეხვედრა სხვებზე ადრე დატოვა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა. გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კობახიძესთან მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს. მისი თქმით, თებერვალში იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით ძირეული მსჯელობა და ამ პერიოდისთვის ყველა თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს.

„ქართული ოცნება" 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არის, გვეუბნებიან, რომ ეს ცვლილება ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. 

გვინდოდა გაგვეგო, რა უნდა „ქართულ ოცნებას". ჯერ ბოლომდე ვერ დავადგინეთ სიმართლე გითხრათ. ბარიერის გარდა არის რიგგარეშე არჩევნების საკითხიც. არაფერი პოზიციები არ შეგვიჯერებია, უბრალოდ, გვინდოდა მოგვესმინა საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა „ქართულ ოცნებას", რასაც გვეუბნებიან, 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან და მეორე - ეს ცვლილება რომ ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. მანამდე იყოს 1- პროცენტიანი ბარიერი და 120/30- ზე პრინციპი,"- განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system