თავში

ოპოზიცია ისევ განაგრძობს ვირუსის მხარეს ყოფნას - იონათამიშვილი

ოპოზიცია ისევ განაგრძობს ვირუსის მხარეს ყოფნას - იონათამიშვილი
ოპოზიცია ისევ განაგრძობს ვირუსის მხარეს ყოფნას - იონათამიშვილი

აქციების პარალელურად ამბობდნენ, რომ კორონავირუსი „გრიპზე მსუბუქი გაციება“ იყო, ხოლო, როცა აქციებით „კოვიდის“ გავრცელების გარდა ვერაფერს შეუწყეს ხელი, ისევ მთავრობის უარგუმენტო კრიტიკა დაიწყეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უპასუხისმგებლო ოპოზიცია მუდმივად ცდილობს COVID-19-ის პოლიტიკაში შემოტანას, რასაც თან ერთვის ექიმების უსაფუძვლო კრიტიკა. 

"მათი უპასუხისმგებლო მიდგომები, ბოლო პერიოდშიც, კარგად გამოჩნდა - ჯერ, აქციების პარალელურად ამბობდნენ, რომ კორონავირუსი „გრიპზე მსუბუქი გაციება“ იყო, ხოლო, როცა აქციებით „კოვიდის“ გავრცელების გარდა ვერაფერს შეუწყეს ხელი, ისევ მთავრობის უარგუმენტო კრიტიკა დაიწყეს. ფაქტია, რომ როცა კორონავირუსთან ბრძოლაში სხვა ქვეყნებში სრულიად განსხვავებული პლატფორმის პარტიები ერთიანდებიან, აქ ოპოზიცია ისევ განაგრძობს ვირუსის მხარეს ყოფნას. ეს ადამიანები მზად არიან, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყანა, რასაც არასდროს დაუშვებს ჩვენი ხალხი და ხელისუფლება", - განაცხადა იონათამიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system