თავში

ოპოზიცია მზადაა 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს

ოპოზიცია მზადაა 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს
ოპოზიცია მზადაა 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს

ოპოზიცია მზადაა 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. ამის შესახებ განცხადება დღეს ოპოზიციურმა ლიდერებმა ერთობლივად გააკეთეს. 

მათი თქმით, მზად არიან მოლაპარაკებების შეთანხმების პარალელურად, მისცენ ვადა და კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადადონ დაანონესებული აქცია იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. 

ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია.

მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

„ეს პოლიტიკური კრიზისი არ დაწყებულა მხოლოდ დღეს, არამედ დაიწყო 20 ივნისიდან, სწორედ ამის გამო დევნიან პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მთლიანი ოპოზიციური სპექტრი და საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ყველა მხარე იქცეოდეს უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის ყველა მხარე უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system