თავში

ოპოზიცია პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიკეტირებას გეგმავს

ოპოზიცია პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიკეტირებას გეგმავს
ოპოზიცია პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიკეტირებას გეგმავს

" ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები ხვალიდან განახლდება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის განმარტებით, იგეგმება, როგორც პარლამენტის შენობის პიკეტირება, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის შენობების, აქციები ასევე გადაინაცვლებს რეგიონებშიც.

"აქციები იქნება მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. შედეგია, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის ფორმირმირება. თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტები იქნება მანამ, სანამ "ქართული ოცნება" არ ჩამოიშლება. ან გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ან "ქართული ოცნება" ვერ გაუძლებს საგარეო და საშინაო ზეწოლას. მისი მომავალი, ხალხის ნებით იქნება განსაზღვრული, "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან წავა. როცა საჭიროება იქნება, პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა უმრავლესობას კომფორტულ ვითარებაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ", - განაცხადა გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს.მმართველ გუნდში აცხადებენ რომ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას მათ კონკრეტული ინიციატივა დააყენეს, რაც გულისხმობს მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას. თუმცა მმართველი გუნდის შეთავაზებით უკმაყოფილოა ოპოზიცია.

ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას არ ეთანხმება და საპროტესტო აქციების გაგრძელებას ოთხ თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად გეგმავს. მათ აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიას უკვე მიმართეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system