თავში

ოპოზიცია პარლამენტის წევრობის საკითხით სპეკულირებს - გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიცია პარლამენტის წევრობის საკითხით სპეკულირებს - გურამ მაჭარაშვილი
ოპოზიცია პარლამენტის წევრობის საკითხით სპეკულირებს - გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციის მხრიდან  პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებით სპეკულაციებს აქვს ადგილი - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ხელისუფლებას არ უნდა, რომ პოლიტიკური პროცესი დაზიანდეს, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით, მათ მეტი პასუხიმგებლობა აკისრიათ. 

"ეს არ არის ერთი ან ორი პარლამენტარის მიერ დაწერილი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიცია შეიცვალა, შეუთავსებლობა აქვს ან სხვა საქმიანობას იწყებს. ვხედავთ, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებით სპეკულაციებს. მაქსიმალურად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს და ვადებში ჩავეტევით, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურ პროცესს ვითვალისწინებთ. არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაზიანდეს, რადგან მათგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო მიმართულებით და რაც მთავარია, მომავლის წინაშე", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system