თავში

ოპოზიცია პოლარიზების ხელშეწყობას ცდილობს - სარჯველაძე

ოპოზიცია პოლარიზების ხელშეწყობას ცდილობს - სარჯველაძე
ოპოზიცია პოლარიზების ხელშეწყობას ცდილობს - სარჯველაძე

ოპოზიცია კვლავ ცდილობს, პოლიტიკურ არენაზე პოლარიზების ბევრი მიზეზი გააჩინოს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი დესტრუქციულია და საქართველოს ინტერესებთან შეუთავსებელია. 

"ოპოზიცია ცდილობს რამენაირად ხელი შეუწყოს პოლარიზებას იმ პათოსის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ეფუძნება შეთანხმება. ნებისმიერი საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა, რასაც შეიცავს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება, მე ვფიქრობ, არის დესტრუქციული, არათავსებადი საქართველოს ინტერესებთან",- განაცხადა სარჯველაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system