თავში

ოპოზიცია საპროტესტო მსვლელობას მართავს

ოპოზიცია საპროტესტო მსვლელობას მართავს
ოპოზიცია საპროტესტო მსვლელობას მართავს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. 

მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის წინ დასრულდება.

აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოსა და აშშ-ის დროშები უჭირავთ. მსვლელობის დაწყებამდე, რუსთაველის გამზირზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშა გაშალეს. 

მსვლელობის დაწყებამდე მათ კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გამართეს, რითიც არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს. 

ისინი მდუმარე აქციით ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დახვდნენ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ხვდებოდა. 

აქტივისტების თქმით, ამ ფორმით ცდილობენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მიაწვდინონ ხმა იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system